სამზარეულო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უცხოელ სტუმრებსა და ტურისტებს აქტიურად ვუზიარებთ. გარდა ამისა, საქართველოს ყველა კუთხეს დამახასიათებელი კერძები აქვს, რომელთა ძირითად ნაწილსაც ბევრი ჩვენგანი ამზადებს და მიირთმევს.საქართველოში ჩამოსული აუცილებლად აღმოჩნდებით ტრადიციულ ქართულ სუფრასთან, სადაც შეხვდებით წარსულს, შეიგრძნობთ აწმყოს და შესვამთ მომავლის სადღეგრძელოს. ქართული სუფრა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ლხინი. სუფრის თითოეულ წევრს ეძლევა საშუალება, ადღეგრძელოს ახლობლები, თანამეინახენი და პატივი მიაგოს გარდაცვლილების ხსოვნას. თამადა გაგაოცებთ უჩვეულო სადღეგრძელოებითა და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით. განთქმული ქართული კერძები ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე გურმანებსაც კი აღაფრთოვანებს, ხოლო მრავალხმოვანი ქართული სიმღერა და ეროვნული ცეკვა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.
.
შქმერული რაჭული კერძია, მისი სახელი რაჭის სოფლიდან - შქმერიდან მოდის და მთელ საქართველოში ძალიან პოპულარულია. მზადდება კეცზე, რძისა და ნივრის დამატებით.
საცივი.
მწვადი.
No comments:
Post a Comment