ძებნა

Sunday, June 2, 2019

ბარათაშვილის ხიდი

თბილისის ხიდები არა მხოლოდ აერთებენ მტკვრის ორ ნაპირს, არამედ მის ღირშესანიშნაობებსაც წარმოადგენენ. ასეთია ბარათაშვილის ხიდი, რომელიც მდებარეობს მთაწმინდის რაიონში და აკავშირებს პუშკინის ქუჩას ავლაბართან.პირველი ხიდი ამ ადგილას გაჩნდა 1911 წელს და მას მუხრანის ხიდი ერქვა. ეს რკინის მძლავრი კონსტრუქცია იყო, რომლის მსგავსიც ქალაქში არ არსებობდა. 1965 წელს გადაწყდა, შეეცვალათ ხიდი და მისთვის პოეტ-რომანტიკოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი ეწოდებინათ. თბილისის მკვიდრნი მას სიყვარულის ხიდსაც ეძახიან მასზე განლაგებული შეყვარებული წყვილების ქანდაკებების გამო.
ხიდი შედგება ზედა და ქვედა ნაწილებისგან ,ქვედა ნაწილში თქვენ შეძლებთ დაათვარიელოთ ქუჩის მხატვართა ნამუშევრები, რომლებიც დამერწმუნეთ აღფრთოვანებაში მოგიყვანთ.






No comments:

Post a Comment