მინდა გაგაცნო საქართველო
მოგესალმებით, თქვენ ახლა კითხულობთ ბლოგს, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის. აქ თქვენ გაეცნობით დედაქალაქ თბილისის თვალისმომჭრელ ხედებსა თუ ღირსშესანიშნაობებს. ასევე შემოგთავაზებთ ქართულ ტრადიციულ კერძებსა და მათი დამზადების რეცეპტებს. გაგაცნობთ ქართულ, მსოფლიო დონის, ღვინოს, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ჩვენც თქვენთან ერთად მოვივლით თბილისის "კუთხეებს" და მაქსიმალურად ვეცდებით შევძლოთ თქვენი მოხიბლვა. მოხარულნი დავრჩებით, თუ ისიამოვნებთ ჩვენი გიდობით.
ძებნა
Sunday, June 2, 2019
ქართული ღვინო
პირველი ღვინო ალბათ დღევანდელი საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე დაიწურა. ზუსტად ვერავინ იტყვის, კონკრეტულად სად, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი რეგიონია ის ადგილი, სადაც ჯერ პირველი ღვინო დაიწურა, შემდეგ კი ვაზის გაკულტურება მოხდა.საქართველოს სამართლიანად უწოდებენ „ღვინის აკვანს“ და ეს 2013 წლის დეკემბერში, Unesco-მაც დაადასტურა, როცა ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსს ღვინის დაყენების უწყვეტი ტრადიციის გარდა პირველ რიგში არქეოლოგიური მონაპოვარი ამყარებს.
ქართული ტრადიციული კერძები
სამზარეულო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უცხოელ სტუმრებსა და ტურისტებს აქტიურად ვუზიარებთ. გარდა ამისა, საქართველოს ყველა კუთხეს დამახასიათებელი კერძები აქვს, რომელთა ძირითად ნაწილსაც ბევრი ჩვენგანი ამზადებს და მიირთმევს.საქართველოში ჩამოსული აუცილებლად აღმოჩნდებით ტრადიციულ ქართულ სუფრასთან, სადაც შეხვდებით წარსულს, შეიგრძნობთ აწმყოს და შესვამთ მომავლის სადღეგრძელოს. ქართული სუფრა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ლხინი. სუფრის თითოეულ წევრს ეძლევა საშუალება, ადღეგრძელოს ახლობლები, თანამეინახენი და პატივი მიაგოს გარდაცვლილების ხსოვნას. თამადა გაგაოცებთ უჩვეულო სადღეგრძელოებითა და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით. განთქმული ქართული კერძები ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე გურმანებსაც კი აღაფრთოვანებს, ხოლო მრავალხმოვანი ქართული სიმღერა და ეროვნული ცეკვა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.
.
შქმერული რაჭული კერძია, მისი სახელი რაჭის სოფლიდან - შქმერიდან მოდის და მთელ საქართველოში ძალიან პოპულარულია. მზადდება კეცზე, რძისა და ნივრის დამატებით.
საცივი.
მწვადი.
თბილისი
მეფის მსახურებმა ორივე - მსხვერპლიც და მტაცებელიც მოხარშულები ამოიყვანეს. მეფეს მოეწონა ბუნებრივი ცხელი წყლები და ამ ადგილას ქალაქის აშენება ბრძანა.
სამების წმინდა ტაძარი
თბულისის სამების სკათედრო თაძარი , შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, მეტრო ავლაბართან. აშენდა 1995-2004 წლებში.სამების წმინდა ტაძარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი, აღმოსავლური მართლმადიდებლური კათედრალია.მისი სიმაღლე 86.10 მეტრია.



შარდენის ქუჩა
შარდენი ეს არის პატარა საფეხმავლო ქუჩა , ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრია,სადაც განლაგებულია უამრავი კაფე,ბარი,კლუბი,რესტორანი.ეს ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, როგორც ქართველებისთვის ისე უცხოელი ტურისტებისათვის.. ქუჩა ატარებს ფრანგი მწერლის და მოგზაურის ჟან შარდენის სახელს, რომელმაც მე-17-ე საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში, კონკრეტულად თბილისში და დატოვა თავისი აღწერილობა ქალაქის შესახებ.
"მშრალი ხიდი"
მშრალი ხიდი ქალაქ თბილისში XIX საუკუნეში აშენდა.მის ქვეშ მდ.მტკვრის ერთ-ერთი შენაკადი მიედინებოდა და მისი დაშრობის შემდეგ ხიდს "მშრალი ხიდი "ეწოდა.
აქ თქვენ შეგიძლია წააწყდეთ ყველა იმ ნივთს რომელზეც ოდესმე გიოცნებიათ.აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მედლები ,ძვირასი ხელნაკეთი სამკაულები,მეორადი ნივთები კამერები,წიგნები ფოტოსურათები და ყველაფერი ის რაც უნიკალური,მშვენიერი და ტრადიციულია.
მშრალი ხიდი ცნობილია თავის "საბროკერო ბირჟით", ძველმანების ბაზრობითა და სურათების გამოფენა გაყიდვით.


ფუნიკულიორი
თბილისის ფუნიკულიორი --სამთო-საბაგირო რკინიგზა ქვედა და ზედა სადგურებით, კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდაზე.ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. მგზავრობის პირველი მსურველების მოსეირეების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.
ბარათაშვილის ხიდი
თბილისის ხიდები არა მხოლოდ აერთებენ მტკვრის ორ ნაპირს, არამედ მის ღირშესანიშნაობებსაც წარმოადგენენ. ასეთია ბარათაშვილის ხიდი, რომელიც მდებარეობს მთაწმინდის რაიონში და აკავშირებს პუშკინის ქუჩას ავლაბართან.პირველი ხიდი ამ ადგილას გაჩნდა 1911 წელს და მას მუხრანის ხიდი ერქვა. ეს რკინის მძლავრი კონსტრუქცია იყო, რომლის მსგავსიც ქალაქში არ არსებობდა. 1965 წელს გადაწყდა, შეეცვალათ ხიდი და მისთვის პოეტ-რომანტიკოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი ეწოდებინათ. თბილისის მკვიდრნი მას სიყვარულის ხიდსაც ეძახიან მასზე განლაგებული შეყვარებული წყვილების ქანდაკებების გამო.

ხიდი შედგება ზედა და ქვედა ნაწილებისგან ,ქვედა ნაწილში თქვენ შეძლებთ დაათვარიელოთ ქუჩის მხატვართა ნამუშევრები, რომლებიც დამერწმუნეთ აღფრთოვანებაში მოგიყვანთ.

აბანოთუბანი
ქალაქის ღირსშესანიშნაობათა უმეტესი ნაწილი ძველ თბილისშია თავმოყრილი. ქალაქის ეს ნაწილი ცნობილია გოგირდის აბანოებით. ახლოსმდებარე შარდენის ქუჩაზე კი უამრავ პოპულარულ რესტორანს, ღია კაფე-ბარებს, ღამის კლუბებსა და გალერეას აღმოაჩენთ.თბილისში არსებულ ყველა ადგილს თავისი ისტორია აქვს და არც გოგირდის აბანოებიაა გამონაკლისი, რომელიც აბანოთუბანის სახელით არის ცნობილი,იგი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია და მდ.მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. მისი სახელი კი ბუნებრივად არსებული ცხელი წყლებიდან მოდის.
ინტერიერი
ნარიყალა
ნარიყალა--ძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა თბილისის ციხის— კალას გვიანდელი სახელწოდებაა. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის.ციხესიმაგრე IV დაფუძნდა.ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.
ნარიყალას ციხესიმაგე .
ნარიყალას ციხესიმაგე .
Subscribe to:
Posts (Atom)